Accentnews.ge
მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაუშვეს: "ჩემი პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირების გამო 27 დეკემბერს შემატყობინეს, რომ 1 იანვრიდან ჩემთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტენ"

მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაუშვეს: "ჩემი პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირების გამო 27 დეკემბერს შემატყობინეს, რომ 1 იანვრიდან ჩემთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტენ"

27/12/2024 09:21:16 საზოგადოება

მოქალაქე ნინო კიკნაძე წერს, რომ თბილისის მერიამ შრომითი ხელშეკრულება გაუწყვიტა. იგი ამას მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ამის შესახებ დღეს, 27 დეკემბერს შეატყობინეს და უთხრეს, რომ ხელშეკრულებას 1 იანვრიდან შეუწყვეტენ.

„დღეს, 27 დეკემბერს შემატყობინეს, რომ 1-ელი იანვრიდან თბილისის მერია ჩემთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს.

ყველა საქმე, რაც კი მრავალი წლის განმავლობაში, ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის მიკეთებია, ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოებას ემსახურებოდა. 2019 წელს თბილისმა ”იუნესკოსგან“ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიიღო, 2021 წელს კი, მედიახელოვნების მიმართულებით ”იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრიც გახდა – ორივე ეს პროექტი მუნიციპალურ დონეზე იმართებოდა, რადგან ”იუნესკოსთან“ ხელშეკრულებას ხელს სწორედ ქალაქის მერი აწერს, შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც ის იღებს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება.

”თბილისი – იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად შეფასდა ”იუნესკოს“ მიერ. ”იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრობა კი უნიკალური და ყოველწლიურად მზარდი შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტების კულტურის სტრატეგიული განვითარებისთვის, ადგილობრივო ხელოვანების პროფესიული ზრდისთვის და მათი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის.

ორივე პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისის მერიასთან ვთანამშრომლობდი, ჩემი შრომითა და ინიციატივით მოიპოვა თბილისმა. მოკლედ რომ ვთქვა, არც ფიზიკური, არც ემოციური და არც პროფესიული უნარები დამიკლია რომელიმე პროექტისთვის, ახლა კი ვიგებ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირების გამო, 2025 წლის იანვრიდან ჩემი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელში 25 ქალაქია, შემოქმედებითი ქალაქების ქსელშიც 25, მომიწევს მსოფლიოს მასშტაბით, მინიმუმ 50 ქალაქის წარმომადგენელს ავუხსნა, რომ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების გაპროტესტების გამო, სამსახურიდან მიშვებენ.ახლა, როცა 500-მდე ადამიანი დააკავეს, დემონსტრანტები ნაწამები არიან და 44 მოქალაქე სისხლის სამართლის მუხლით, უკანონო პატიმრობაში რჩება, რთულია სამსახურებრივ დასჯაზე წერა, თუმცა ესეც რეპრესიების შემადგენელი ნაწილია და ის ხელისუფლების ანგარიშსწორების მასშტაბს მხოლოდ აფართოებს.

2028 წელს ევროკავშირთან მოლაპარაკების განახლების შესაძლებლობა დღევანდელი მოცემულობით ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ ღირსებით ევროპისკენ მივდივართ”, – წერს იგი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე: კალაძე, რომელიც დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც "ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნენ, ირწმუნება, რომ სოფრომაძის გათავისუფლება "პოლიტიკური ნიშნით" არ მომხდარა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S