Accentnews.ge
სამხრეთ კორეის დაზვერვა ადასტურებს უკრაინელების მიერ ჩრდილოკორეელი სამხედროს დატყვევებას

სამხრეთ კორეის დაზვერვა ადასტურებს უკრაინელების მიერ ჩრდილოკორეელი სამხედროს დატყვევებას

27/12/2024 06:05:06 მსოფლიო

სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურმა 27 დეკემბერს დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დაატყვევეს ჩრდილოეთ კორეის არმიის ჯარისკაცი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.

მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელდა ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, ჩანს უკრაინელი სამხედროების მიერ დატყვევებული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი.

სამხრეთ კორეის დაზვერვამ ფაქტი დაადასტურა „მეგობარი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან“ ინფორმაციის გაცვლით. როდის და კონკრეტულად სად დაატყვევეს ჩრდილოკორეელი სამხედრო, რომელიც სავარაუდოდ, დაჭრილია, ჯერჯერობით უცნობია. უკრაინას ამ ფაქტის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.

პირველი ცნობები, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დასახმარებლად ფხენიანმა ათასობით სამხედრო გაგზავნა და ისინი კურსკის ოლქში მოქმედებენ, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S