Accentnews.ge
ბოსნია და ჰერცეგოვინის უშიშროების მინისტრი კორუპციის ბრალდებით დააკავეს

ბოსნია და ჰერცეგოვინის უშიშროების მინისტრი კორუპციის ბრალდებით დააკავეს

26/12/2024 13:01:16 მსოფლიო

ბოსნია და ჰერცეგოვინის უშიშროების მინისტრი ნენად ნესიჩი კორუპციის ბრალდებით დააკავეს.

გარდა ამისა, პროკურატურის ცნობით, უშიშროების მინისტრს და კიდევ ექვს პირს ორგანიზებულ დანაშაულს, მათ შორის ფულის გათეთრებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და ქრთამის აღებას ედავებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო პროკურატურა და ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანიაში „სერბთა რესპუბლიკის გზები“ სავარაუდო კორუფციის ფაქტებს იძიებდა, სადაც 2016-2020 წლებში ნესიჩს გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

უშიშროების მინისტრთან, ნენად ნესიჩთან ერთად კომპანიის ამჟამინდელი დირექტორი, მილან დაკიჩიც დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S