
რუსეთის კრასნოდარის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
25/12/2024 20:17:04 მსოფლიო
რუსეთის კრასნოდარის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
15 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ათასობით ტონა დაბალი ხარიხსის საწვავით დატვირთული ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“ და „ვოლგონეფტ 239“ ჩაიძირა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან, რეგიონის ხელმძღვანელები გამოდიან გაფრთხილებით, რომ მაზუთი კვლავ იღვრება სანაპიროზე.
ტანკერების ჩაძირვის ძირითად ვერსიებს შორის განიხილება ეკიპაჟის შეცდომა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.
"პირველ ეტაპზე, მეცნიერების და სპეციალისტების გამოთვლებით, საწვავის დიდი ნაწილი შავი ზღვის ფსკერზე უნდა დარჩენილიყო, რაც შესაძლებელს გახდიდა წყალზე მის შეგროვებას. მაგრამ ამინდი საკუთარ პირობებს გვკარნახობს - ჰაერი თბება და ნავთობის პროდუქტები ზემოთ ადის. ამის შემდეგად, ისინი ჩვენს სანაპიროებზე ამოდის" - თქვა რეგიონის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა.
რუსეთის სამხრეთის რეგიონში შავი ზღვის სანაპიროს ათობით კილომეტრი დაფარულია მაზუთით.