
უტიაშვილი – სააკაშვილს: „ეს ირონია ცოტა უადგილოა“
19/02/2020 19:12:45 ციტატა
„ტექნოლოგია, მსოფიო შეიცვალა... შვიდი წლის წინ შესაძლოა, ბევრი რამ არ არსებობდა და ბევრი რამ შეიძლება, ვანოსთვის უცხო იყოს, მაგრამ ეს შვიდი წელი მან ციხეში, მათ შორის, პირველ რიგში იმიტომ გაატარა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება. ამიტომ ეს ირონია, მგონია, რომ ცოტა უადგილოა. მაგრამ ვფიქრობ, ისინი [სააკაშვილი და მერაბიშვილი] ერთმანეთს შეხვდებიან. მერაბიშვილი ასევე შეხვდება სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც“ - ამის შესახებ შსს–ს ანალიტიკური ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.
20 თებერვალს მერაბიშვილს სასჯელის ვადა ეწურება და საპატიმროს დატოვებს. ცნობილია, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად რომელ ჯგუფთან ერთად - ჯერ უცნობია.
მისი დაკავების შემდეგ „ერთიან ნაციონალურ მორაობას“ „ევროპული საქართველო“ გამოეყო. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მერაბიშვილის ადგილზე ოჯახს დაუბრუნდებოდა და იმოგზაურებდა. მან ისიც თქვა, რომ ამ წლების განმავლობაში მსოფლიო შეიცვალა.
იხილეთ ასევე: ვინ და რა ელის მერაბიშვილს