Accentnews.ge
მედია: რუსეთის მოქალაქეები უძრავ ქონებას ყველაზე მეტად ტაილანდსა და საქართველოში ყიდულობდნენ

მედია: რუსეთის მოქალაქეები უძრავ ქონებას ყველაზე მეტად ტაილანდსა და საქართველოში ყიდულობდნენ

24/12/2024 13:52:51 საზოგადოება

საქართველო მეორე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეები ბინების ყიდვას ამჯობინებენ. პირველ პოზიციაზე ტაილანდია. ამის შესახებ რუსული RBC იტყობინება საბროკერო კომპანია Tranio-ზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ საქართველოზე მოდის რუსეთის მოქალაქეების მხრიდან სააგენტოში შესული განაცხადების 13.6%. მიმდინარე წელს საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან 10%-ით გაიზარდა. გამოცემა ექსპერტების განმარტებებზე დაყრდნობით წერს, რომ ინტერესი უძრავი ქონების შეძენის დაბალი ბარიერით ($35 ათასი) და ასევე რუსეთის მოქალაქეების ნაწილის რელოკაციითაა გამოწვეული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 2023 წელს საქართველო მეექვსე პოზიციას იკავებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S