Accentnews.ge
IRI: საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი

IRI: საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი

23/12/2024 16:22:16 პოლიტიკა, საზოგადოება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

მისი შეფასებით, „საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი“.

IRI-ის ცნობით, მისმა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ (IEOM-ის) დაადგინა, - მრავალი ფაქტორი ნეგატიურად აისახა საქართველოს საარჩევნო პროცესზე და სერიოზული ეჭვები გააჩინა არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მისიამ საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი და სისტემატური ხარვეზები დააფიქსირა, რომელიც ოთხ ძირითად პრობლემას უკავშირდება:

„არათანაბარი პირობები და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება; სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების შევიწროება და ამომრჩეველთა სისტემატური დაშინება; საარჩევნო და სასამართლო ინსტიტუტების სახელმწიფოს მიერ მიტაცება; არჩევნების შედეგების საზოგადოებრივი უარყოფა“.

„საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის სანდო თავისი მოქალაქეების თვალში და არის კიდევ ერთი სამწუხარო თავი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისთვის ბრძოლაში“, - აცხადებს IRI-ის პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი.

მისი თქმით, საქართველოს ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო სისტემა და სახელმწიფო ბიუროკრატია, „მოქმედებდნენ, როგორც მმართველი პარტიის შტო, ნაცვლად იმისა, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებლები ყოფილიყვნენ“.

„მისიის მიგნებებზე დაყრდნობით და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების მიხედვით, მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს,“ – განაცხადა ტვაინინგმა.

ანგარიშში წერია, რომ საპარლამენტო არჩევნებმა გამოავლინა ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის კლება, რაც ძალაუფლების ერთი პარტიის მიერ მიტაცების რისკს ქმნის და დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიებს უკარგავს თანაბარ პირობებში შეჯიბრების შესაძლებლობას.

IRI-ის მისიის დასკვნით, პროცესი მრავალმა ფაქტორმა სერიოზულად დააზიანა და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა.

მისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „გადაუდებლად აუცილებელია თანმიმდევრული და სრულყოფილი საარჩევნო რეფორმები, რათა აღმოიფხვრას საარჩევნო პროცესის სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ჩარჩოების სისუსტეები“.

წინასაარჩევნო გარემოს ანალიზი დაიწყო 2024 წლის ივნისში და მოიცავდა 20 საერთაშორისო გრძელვადიან დამკვირვებელს (LTO), რომლებიც საქართველოში ივლისის თვიდან იმყოფებოდნენ, და 28 მოკლევადიან დამკვირვებელს (STO), რომლებიც უშუალოდ საარჩევნო კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესს.

„კრემლის პოლიტიკის თითქმის 40-წლიანი მცდელობის მიუხედავად, ქართველი ხალხი კვლავ მტკიცედ ესწრაფვის ევროპასთან ინტეგრაციას და დემოკრატიული მომავლის შექმნას,“ - ამბობს ის.

IRI-ის თანახმად, წინასაარჩევნო გარემოს ანალიზი დაიწყო 2024 წლის ივნისში და მოიცავდა 20 საერთაშორისო გრძელვადიან დამკვირვებელს, - რომლებიც საქართველოში ივლისის თვიდან იმყოფებოდნენ, - და 28 მოკლევადიან დამკვირვებელს (STO), რომლებიც უშუალოდ საარჩევნო კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S