
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი: "ახალ წლამდე პატიმრები გათავისუფლდებიანო", ასე თქვა პრემიერმა
23/12/2024 13:19:54 პოლიტიკა
"ახალ წლამდე პატიმრები გათავისუფლდებიანო", ასე თქვა პრემიერმა,- განაცხადა TAV Georgia-ს, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ირაკლი კობახიძესთან კერძო სექტორის წარმომადგენლების თითქოს ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ.
მას არ დაუზუსტებია, იგულისხმებიან თუ არა აქციებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანებიც.
მან ასევე თქვა, რომ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.
რომ სასწრაფოდ გადაიდგმება ნაბიჯები მთავრობის მხრიდან, რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი და შევხვდეთ ნორმალურ ახალ წელს. პატიმრების გათავისუფლებაზეც თქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება",- განაცხადა ზაქარაძემ. მას არ დაუზუსტებია, რა ნაბიჯებზეა საუბარი.