
სასამართლომ ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა
23/12/2024 08:06:40 პოლიტიკა
სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ გამოიტანა.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ, გზის უკანონო გადაკეტვისთვის, 5 000 ლარი ჯარიმა მომისაჯა", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
გვარამიას ჭავჭავაძის გამზირზე, გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებოდნენ.