Accentnews.ge
ვოლკერი: „სწორი ვერსიაა – პუტინი საქართველოს თავს სააკაშვილის რიტორიკის გამო არ დასხმია“

ვოლკერი: „სწორი ვერსიაა – პუტინი საქართველოს თავს სააკაშვილის რიტორიკის გამო არ დასხმია“

19/02/2020 13:03:58 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და 2008 წლის ომის შესახებ თავის განცხადებას განმარტავს.

„სწორი ვერსიაა: პუტინი საქართველოს სააკაშვილის რიტორიკის გამო არ დასხმია თავს. მას ქვეყნის ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია სურდა, დაებლოკა. მართალია - იგი [პუტინი] განაწყენებული იყო რიტორიკით [სააკაშვილის], მაგრამ რუსულ აგრესიას აქვს თავისი მიზეზები“, – წერს უოლკერი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

ცნობისთვის: "ევროპეისკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა კურტ ვოლკერის ინტერვიუ, რომელშიც, გამოცემის ცნობით, დიპლომატმა შემდეგი განაცხადა:

"ხისტმა რიტორიკამ, რომელიც თავის დროზე საქართველოს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მიმართ აირჩია, 2008 წელს შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიგვიყვანა. პუტინი უკიდურესად ნერვიულად რეაგირებდა ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა მისი მისამართით აირჩია – არა მხოლოდ ნერვიულად, არამედ აგრესიულადაც კი. მიმაჩნია, რომ ეს გახდა ერთ-ერთი შემადგენელი იმისა, თუ რატომ დაიწყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი და ამან შეუძლებელი გახადა ნებისმიერი რუსულ-ქართული ურთიერთობები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S