Accentnews.ge
გერმანიის ელჩი: "საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველომ რეაგირება უნდა მოახდინოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით"

გერმანიის ელჩი: "საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველომ რეაგირება უნდა მოახდინოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით"

23/12/2024 06:24:31 პოლიტიკა

"საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველომ რეაგირება უნდა მოახდინოს შეშფოთებებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. ეს არის ყველა სახელმწიფოს ლეგიტიმური შეშფოთების საკითხი და არ წარმოადგენს შიდა საქმეს. ეუთო-ში ჩვენ ვთანხმდებით: უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გარეშე, – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ეუთო–ს მიერ ვენის მექანიზმის გაააქტიურებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: საფრანგეთი და ეუთოს 37 სახელმწიფო მოუწოდებენ საქართველოს, ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებების შესანარჩუნებლად 38-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა, რაც გულისხმობს ინფორმაციის გაცვლას ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში საფრანგეთის საელჩომ 20 დეკემბერს გაავრცელა:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S