Accentnews.ge
PACE-ს პრეზიდენტი –კობახიძეს: პრეზიდენტისადმი პირდაპირი მუქარა დაპატიმრების შესახებ მიუღებელია

PACE-ს პრეზიდენტი –კობახიძეს: პრეზიდენტისადმი პირდაპირი მუქარა დაპატიმრების შესახებ მიუღებელია

23/12/2024 06:16:01 პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი პირდაპირი მუქარა დაპატიმრების შესახებ მიუღებელია.

„მინდა, შევახსენო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია. პირდაპირი მუქარა, რაც მან ზურაბიშვილისადმი განახორციელა - 29 დეკემბერს მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ დაპატიმრების შესახებ - მიუღებელია და ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, უკან გაიხმოს ეს განცხადება და შესაბამისობაში მოვიდეს ევროსაბჭოს პრინციპებთან, რომლებსაც პატივი უნდა სცეს“, - მიმართავს რუსოპულოსი კობახიძეს.

ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბრის პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრის შემდეგ შეიძლება, ციხეში მოხვდეს, თუკი ის პრეზიდენტის რეზიდენციაში „გამაგრდა“ და „სისხლის სამართლის დანაშაული“ ჩაიდინა.

„72 წლის ქალის ციხეში გაშვება შესაძლოა არავის მოუნდეს, მაგრამ ასეთი ქმედებით ის გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა:

„ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ. მგონია, მას ეყოფა გონიერება არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები“.

კობახიძის ამ განცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი თბილისში საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

„მოვიდეს სასახლეში ბიძინა ივანიშვილი და მე მზად ვარ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S