Accentnews.ge
სლოვაკეთის პრემიერი მოსკოვში პუტინს შეხვდა, საუბარი, მათ შორის რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდებას შეეხო

სლოვაკეთის პრემიერი მოსკოვში პუტინს შეხვდა, საუბარი, მათ შორის რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდებას შეეხო

23/12/2024 05:28:54 პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში შეხვედრა გამართა სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრ რობერტ ფიცოსთან, ერთ-ერთ იმ რამდენიმე ევროპელ ლიდერთან, რომელთანაც პუტინი ინარჩუნებს კავშირებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

"ფიცო რუსეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა და პირადად შეხვდა პუტინს", – აცხადებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი. მისი თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა "საერთაშორისო ვითარებაზე" და, სავარაუდოდ, რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებაზეც.

მიხალ სიმეცკამ, "პროგრესული სლოვაკეთის" ლიდერმა, ფიცო–პუტინის შეხვედრა შეაფასა, როგორც "სლოვაკეთის სირცხვილი და ეროვნული ინტერესების ღალატი".

მანამდე, სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მალე ესტუმრებოდა მოსკოვს, სლოვაკეთისთვის რუსული გაზის მიწოდების განსახილველად იმასთან დაკავშირებით, რომ 1 იანვარს უკრაინა გაზის ტრანზიტის შეწყვეტას აპირებს.

ეს სლოვაკეთის ლიდერის პირველი ვიზიტია მოსკოვში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S