Accentnews.ge
მთავრობამ ხელშეკრულება კიდევ ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას გაუგრძელა

მთავრობამ ხელშეკრულება კიდევ ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას გაუგრძელა

19/02/2020 12:55:27 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას StrateVarious ხელშეკრულება ერთი წლით გაუგრძელა.

კონტრაქტს საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი აწერს ხელს. ხელშეკრულება 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდეა ძალაში. მთავრობა ლობისტურ კომპანიას ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 10 000 აშშ დოლარს გადაუხდის.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოს მთავრობას აშშ-ის ლობისტურ კომპანიებთან 3 კონტრაქტი აქვს გაფორმებული. საქართველოს მთავრობა DCI Group–ს ბიუჯეტიდან თვეში 33 333 აშშ დოლარს გადაუხდის. ხელშეკრულება ძალაშია 2020 წლის 1 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე. მანამდე ხელშეკრულება გაუგრძელდა Chartwell Strategy Group-ს, რომელთანაც გასულ წელს საქართველოს მთავრობას თანამშრომლობა 780 000 დოლარი დაუჯდა. როგორც ოპოზიცია აცხადებს, წელს იგივე საქმიანობისთვის საქართველოს მთავრობა ხსენებული კომპანიისთვის ბიუჯეტიდან 900 000 დოლარის გადახდას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S