Accentnews.ge
რძის წარმოება - 3%-ით, ხორცის - 9.5%-ით, კვერცხისა კი 4%-ითაა შემცირებული

რძის წარმოება - 3%-ით, ხორცის - 9.5%-ით, კვერცხისა კი 4%-ითაა შემცირებული

19/02/2020 12:04:07 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ( საქსტატი) წინასწარი მონაცემების თანახმად, ქვეყანაში 2019 წლის IV კვარტალში რძის წარმოება - 3%-ით, ხორცის - 9.5%-ით, კვერცხისა კი 4%-ითაა შემცირებული.

„2019 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 91.7 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია. 2019 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 546.9 მლნ. ლიტრით განისაზღვრა, რაც 1.5 პროცენტით ჩამორჩება 2018 წლის შედეგს.

2019 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 20.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.5 პროცენტით ნაკლებია. 2019 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 67.6 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6.9 პროცენტით ნაკლებია.

2019 წლის IV კვარტალში კვერცხის წარმოება 148.7 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით ნაკლებია. 2019 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 605.5 მილიონი ცალი და 2018 წელთან შედარებით 4.6 პროცენტით ნაკლები შეადგინა“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S