Accentnews.ge
დევნილთა სააგენტოს დირექტორი გლდანის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა სააგენტოს დირექტორი გლდანის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

19/02/2020 11:33:24 საზოგადოება, რეკლამა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე გლდანის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სააგენტოს დირექტორი იძულებით გადაადგილებული ოჯახების პრობლემებსაც გაეცნო და მათი საცხოვრებელი პირობები მოინახულა.

დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროექტებიც გააცნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S