Accentnews.ge
გახარია - ბერსეზე: მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი

გახარია - ბერსეზე: მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი

20/12/2024 10:22:15 პოლიტიკა

მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი - ასე ეხმაურება გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადებას, რომ მიიღო დაპირება "ქართული ოცნების" მთავრობის მხრიდან "აგენტების კანონის" შინაარსის შეცვლის შესახებ.

"მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ სრულად მოვიდეს შესაბამისობაში როგორცაა გაწერილი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მე მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის შინაარს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებებისა, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები ასევე, შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის სისტემების რეფორმები. ჩვენ მივიღეთ გარკვეული დაპირებები“,- განაცხადა ალენ ბერსემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S