Accentnews.ge
“ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დანიშნვა პრობლემურია“

“ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დანიშნვა პრობლემურია“

19/02/2020 10:18:08 საშინაო პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დანიშნვა პრობლემურია.

„ვიცით, რომ ერთის მხრივ, ბატონ შოთაძეს ხანგრძლივი კარიერა აქვს ამ პროფესიაში. მეორეს მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება პრობლემურია და, ჩემი აზრით, ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემისადმი ნდობის მოპოვებას, რაც, ვფიქრობ, სადღეისოდ ზოგად პოლიტიკურ გარემოში გამოწვევაა. ეს არის საკითხი, რომელიც დაფიქრებას და მომავალში გათვალისწინებას საჭიროებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნდობა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გამოუცხადა. იგი თანამდებობას 6 წლით უკვე მეორედ დაიკავებს.

სხდომის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელებთან „სირცხილის დერეფნები“ მოაწყვეს და განაცხადეს, რომ შოთაძის ხელმძღვანელობით პროკურატურა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ვერ იქნება.

შოთაძე გენპროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2018 წლის 31 მაისს მან თანამდებობა ხორავას ქუჩის გამაურებულ საქმესთან დაკავშირებით "საკუთარი გადაწყვეტილებით" დატოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S