
ომბუდსმენი: 16 დეკემბრის ჩათვლით 362 პირი მოვინახულეთ, არასათანადო მოპყრობაზე 227 მიუთითებდა
19/12/2024 07:20:19 საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 362 პირი მოინახულეს, მათგან არასათანადო მოპყრობაზე 227 ადამიანი მიუთითებდა.
ხილული დაზიანებები 158 პირს აღენიშნებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე შესულია ინფორმაცია ადმინისტრაციული წესით 450-ზე მეტი პირის დაკავების შესახებ. უფლებადამცველების შეფასებით, მათი უმრავლესობა წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლია.
"წამების სისტემა" - რა გზის გავლა უწევთ დემონსტრანტებს "შავნიღბიანთა" კორდონს მიღმა