Accentnews.ge
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

18/12/2024 17:14:22 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაცია "აქცენტს" „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შეხვედრის შესახებ ალენ ბერსემაც დაწერა სოციალურ ქსელში, თუმცა შეხბედრის დეტალების შესახებ არც თავად მას და არც "ქართულ ოცნებაში" ჯერ არაფერი უთქვამთ.

მანამდე ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას, "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს.

ბერსე ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან გამართავს შეხვედრას.

„დღეს დილით, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდი, შემდეგ ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველი შეხვედრებს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების სრული დღეა“, - დაწერა ალან ბერსემ რამდენიმე საათის წინ პლატფორმა X-ზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S