
მიხელსონი: ქართველებს ძალიან მარტივი სურვილები აქვთ - "დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი"
18/12/2024 16:23:46 პოლიტიკა
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი იზიარებს სალომე ზურაბიშვილის ხედვას, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ეხება ევროპასაც - მის მიმართ ნდობას და მის სტრატეგიულ ინტერესებს.
და თუ, ესტონელი პოლიტიკოსის თქმით, ევროკავშირს გავლენის მოხდენა არ შეუძლია პატარა ქვეყანაზე, ვერ იქნება გეოპოლიტიკურად წარმატებული ისეთი ძალების წინააღმდეგ, როგორებიც არიან ჩინეთი და რუსეთი.
მისივე თქმით, ქართველებს ძალიან მარტივი სურვილები აქვთ - "დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი".
“ქართველებს ძალიან მარტივი სურვილები აქვთ: დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა და დაგვიბრუნეთ ჩვენი ევროპული მომავალი. საქართველოს ნამდვილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მართალია: თუ ევროკავშირს არ შეუძლია 3.6 მილიონიან ერზე მოახდინოს გავლენა, როგორ შეიძლება იმედი ჰქონდეს, რომ გეოპოლიტიკურად წარმატებული იქნება ისეთი ძალების წინააღმდეგ, როგორებიც არიან ჩინეთი და რუსეთი?” , - წერს მიხელსონი.