Accentnews.ge
ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა

ნოემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა

18/12/2024 06:06:44 ეკონომიკა, საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 266.7 მლნ აშშ დოლარი (729.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.6%-ით ნაკლებია 2023 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 18.77% ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის - 50.05 მილიონი დოლარი, რაც 21.61%-ით მეტია 2023 წლის ნოემბერთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (16.93%), საიდანაც გასულ თვეში 45.16 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 4.4%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (11.16%) 29.76 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 60.63%-იანი კლებაა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  1. აშშ - $50.05 მლნ;
  2. იტალია - $45.16 მლნ;
  3. რუსეთის ფედერაცია - $29.76 მლნ;
  4. გერმანია - $23.77 მლნ;
  5. საბერძნეთი - $21.46 მლნ;
  6. ისრაელი - $21.43 მლნ;
  7. თურქეთი - $8.49 მლნ;
  8. ყირგიზეთი - $8.01მლნ;
  9. ყაზახეთი - $8 მლნ;
  10. ესპანეთი - $5.69 მლნ;
  11. ირლანდია - $5.54 მლნ;
  12. საფრანგეთი - $4.98 მლნ;
  13. აზერბაიჯანი - $3.79 მლნ;
  14. გაერთიანებული სამეფო - $3.56 მლნ;
  15. პოლონეთი - $2.68 მლნ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S