Accentnews.ge
სიიარტო: უნგრეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რიგით მე–15 პაკეტიდან პატრიარქი კირილე და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი ამოაღებინა

სიიარტო: უნგრეთმა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რიგით მე–15 პაკეტიდან პატრიარქი კირილე და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი ამოაღებინა

16/12/2024 15:54:32 მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, ბუდაპეშტმა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რიგით მე–15 პაკეტიდან, მათ შორის რუსეთის პატრიარქი კირილე ამოაღებინა

"უნგრეთმა მიაღწია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს (ვლადიმირ გუნდიაევის), გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის, ვასილი ნებენზიასა, და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გამორიცხვას ევროკავშირის სანქციების მე-15 პაკეტიდან", განაცხადა სიიარტომ.

დღეს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დაამტკიცეს. სიაში 54 ფიზიკური და 30 იურიდიულია პირია რუსეთიდან, ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. სანქციების სიაშია ასევე საქართველოში დაბადებული, რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგ „გაზპრომ მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე. ჰოლდინგი მართავს რუსეთში ყველაზე დიდ პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S