
ნიკა გვარამიამ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა: "მიტინგზე მეც წავალ დღეს აუცილებლად"
16/12/2024 12:58:59 საზოგადოება
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
„თავისუფლებაზე ბევრად სჯობს, მაგრამ სადაც სხვები, იქაც მე. მიტინგზე მეც წავალ დღეს აუცილებლად. როგორც ვმუშაობდით, ისე ვიმუშავებთ პარტია. ამ პროტესტზე ვინც ვართ, ვიქნებით პოლიტიკოსები თუ სხვანი, ვართ როგორც ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, სხვებთან ერთად“, - განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის: ნიკა გვარამია სამართალდამცავებმა 4 დეკემბერს დააკავეს.