Accentnews.ge
რატიანი: ფეხი დამიდეს, „გადამირბინეს“ და გაიქცნენ, რაც მახსოვს, ოთხნი იყვნენ

რატიანი: ფეხი დამიდეს, „გადამირბინეს“ და გაიქცნენ, რაც მახსოვს, ოთხნი იყვნენ

12/12/2024 17:47:51 საზოგადოება

პოეტი ზვიად რატიანი მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ რუსთელზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდა. დაზიანებები მას ვიზუალურადაც აღენიშნებოდა.

„სადარბაზოდან გამოვედი თუ არა, ფეხი დამიდეს, რომ წავიბორძიკე, ცოტა „გადამირბინეს“ და გაიქცნენ. შეიძლება ვერ შევამჩნიე, მაგრამ რაც მახსოვს, ოთხნი იყვნენ“,- ყვება რატიანი.

ამბობს, რომ არაფერი უთქვამთ, „სრული დუმილი. წამაქციეს, ცოტა დამარტყეს, მაგრამ აღარ ვიცი ორი კვირის დაძველებით ძველი და ახალი ტრავმები [რომელია]- ერთი რაც არის, ხელზეა“.

ამბობს, რომ დაშინების მსგავს მეთოდებს რეალურად გავლენა არ აქვს.

„მე ასაკოვანი ადამიანი ვარ, ჩემზე გაცილებით უკეთესები, გაცილებით მეტად იცემნენ, თან რაც ყველაზე სევდიანია - ახალგაზრდები. ახლა რომ ვთქვა, „ეს და ის მტკივა“, მეუხერხულება. გამომიშვეს და მეორე დღეს აქციაზე ვიყავი, ვის შეაშინებენ! ბიძინა ივანიშვილის როგორ უნდა შეგეშინდეს?! კაცის მსგავსი დიქტატორი გაგვიხდა სანატრელი, არტიკულაციის მინიმალურ სტანდარტებს რომ აკმაყოფილებდეს თან. აქ ვარ, ჩემი შვილებიც აქ არიან - ყველანი აქ ვართ“,- თქვა რატიანმა.

რაც შეეხება პროტესტს, მისი აზრით, მხოლოდ საპროტესტო აქციების „იმედად ვერ ვიქნებით, მაგრამ კომპონენტურად, მშვიდობიანი პროტესტი ყველაზე მთავარია“.

ზვიად რატიანი მიმდინარე პროტესტისას ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. მისი დაკავების შესახებ ცნობა 29 ნოემბერს გავრცელდა და მალევე, „ფეისბუქზე“ გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ შეითრია ჭიჭინაძის ქუჩაზე მდგარმა სპეცრაზმელთა არმიამ სტაფილოსფერი ქურთუკით შემოსილი კაცი და როგორ გაატარა მთელი კორიდორი ცემით. ამ კადრებში ოჯახმა და მეგობრებმა ზვიად რატიანი ამოიცნეს. რატიანს მოტეხილი ჰქონდა მეხუთე მალა, გატეხილი ჰქონდა ცხვირის ძვალი და ძგიდე, თავსა და მთელ სხეულზე ჰქონდა სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები. მას რვადღიანი პატიმრობა განუსაზღვრეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S