ლევან მგალობლიშვილი: აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტი ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება და დევნილთა საჭიროებების ეფექტური გადაწყვეტა იქნება
10/12/2024 09:16:23 საზოგადოება, რეკლამა
აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტი ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება და დევნილთა კოლექტიური განსახლების ობიექტებში არსებულის საჭიროებების ეფექტური გადაწყვეტა იქნება, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის 2025 წლისბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე.
„მომავალი წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია აფხაზეთის მთავრობის სამინისტროების პროგრამები ხარისხობრივად უფრო ეფექტური გახდეს“,- განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.