Accentnews.ge
ორბანი ტრამპს შეხვდა

ორბანი ტრამპს შეხვდა

10/12/2024 06:02:47 მსოფლიო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

ორბანის მიერ სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე 10 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა.

„აშშ დღეს. მომავალი დაიწყო!“, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

ვიქტორ ორბანის ინფორმაციით, შეხვდა ილონ მასკსა და მაიკ უოლცსაც. ტრამპი აპირებს უოლცი დანიშნის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო კომპანიების, Tesla-ს და SpaceX-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი - ახალი, ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელად.

რა საკითხები განიხილეს ტრამპის რეზიდენციაში ორბანი არ აკონკრეტებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, ტრამპის რეზიდენციაში შეხვედრებს ისიც ესწრებოდა. სიიარტო დეტალების დაკონკრეტების გარეშე წერს, რომ "მარ-ა-ლაგოში იყო კარგი დღე და ხანგრძლივი საუბარი დონალდ ტრამპთან, ილონ მასკსა და მაიკ უოლცთან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S