Accentnews.ge
"დემოკრატიაში დაუსჯელობის ადგილი არ არის! - ელჩებმა ნაცემი ჟურნალისტები მოინახულეს

"დემოკრატიაში დაუსჯელობის ადგილი არ არის! - ელჩებმა ნაცემი ჟურნალისტები მოინახულეს

09/12/2024 14:37:30 პოლიტიკა, საზოგადოება

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, მათ შორის, აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა „ტვ პირველის" გუნდის წევრები მოინახულეს, რომლებიც თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ.

"ჟურნალისტებმა საზოგადოების ინფორმირებულობისთვის დიდი სიმამაცე გამოავლინეს. ასეთ დროს ყველზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოებისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბოლო დღეებში ქართული ოცნების სასტიკ და გაუმართლებელ თავდასხმებს მედიის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებზე.

როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება, გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, სანქციები, რომ უზრუნველყოფილ იქნას პასუხისმგებლობის დაკისრება ძალადობის ჩამდენ და ძალადობრივი გარემოს ხელშემწყობ პირებზე",- იტყობინება აშშ-ის საელჩო.

დემოკრატიაში დაუსჯელობის ადგილი არ არის! - ხაზს უსვამს საქართველოში დანიის საელჩოც ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძისა და ოპერატორ გიორგი შეწირულის მონახულების შემდეგ.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად დასვას შეკითხვები და გამოიძიოს მოვლენები.

„საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად ვეწვიეთ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც სასტიკი თავდასხმის შემდეგ მკურნალობის კურსს გადიან. ჟურნალისტებს თავს მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაესხნენ, როდესაც ისინი თბილისში საპროტესტო აქციას აშუქებდნენ.

ჭეშმარიტი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად დასვას შეკითხვები და გამოიძიოს მოვლენები. ამ ძირითადი ღირებულებების დაცვა აუცილებელია თავისუფლების დასაცავად და ყველასთვის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S