Accentnews.ge
ტრამპი კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულთა შეწყალებას აპირებს

ტრამპი კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულთა შეწყალებას აპირებს

09/12/2024 07:16:39 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმზე, კონგრესის შენობაზე 2021 წლის 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის გამო ბრალდებული მხარდამჭერების შეწყალებას გეგმავს.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება.

ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში, რომელიც 8 დეკემბერს გამოქვეყნდა, ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან სწრაფად, პირველივე დღეს იმოქმედებს, რადგან მისი გასამართლებული მხარდამჭერები „ჯოჯოხეთში ცხოვრობენ”. ამასთან, დონალდ ტრამპმა დააზუსტა, რომ შეწყალება არ შეეხება „რადიკალებს” და „შეშლილებს”.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, ციხეში უნდა გაუშვან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზოგიერთი წევრი, რომლებიც კაპიტოლიუმზე თავდასხმის საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობდნენ.

NBC News-ის ინფორმაციით, კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ბრალდებულია, სულ მცირე, 1572 პირი. მათგან 645-ს სასამართლომ უკვე მიუსაჯა სხვადასხვა ვადით პატიმრობა(მაქსიმალური სასჯელი 22 წლით თავისუფლების აღკვეთა).

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S