Accentnews.ge
აქციის დასრულების შემდეგ ნაძვის ხის კონსტრუქციიდან დაკავებისას ნაცემი ადამიანების ფოტოები მოხსნეს და გადაყარეს

აქციის დასრულების შემდეგ ნაძვის ხის კონსტრუქციიდან დაკავებისას ნაცემი ადამიანების ფოტოები მოხსნეს და გადაყარეს

09/12/2024 05:15:45 საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ მერიის თანამშრომლებმა პარლამენტთან დადგმული ნაძვის ხის კონსტრუქციიდან დაკავებისას ნაცემი ადამიანების ფოტოები მოხსნეს და გადაყარეს.

აქცია დაახლოებით ღამის სამი საათისთვს დასრულდა. თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან წყლის ჭავლის მანქანები გაიყვანეს. მოგვიანებით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები დაიწყეს.

ცნობისთვის: მე–11 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S