Accentnews.ge
მოსკოვმა ასადსა და მის ოჯახს თავშესაფარი მისცა

მოსკოვმა ასადსა და მის ოჯახს თავშესაფარი მისცა

08/12/2024 18:08:37 მსოფლიო

რუსული მედიის ცნობით, სირიის დამხობილი დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში ჩავიდა და რუსეთმა მას "ჰუმანიტარული მიზეზებიდან გამომდინარე" თავშესაფარი მისცა.

ამის შესახებ, კერძოდ, სამთავრობო სააგენტო ТАСС-ი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით 8 დეკემბერს წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს.

ცნობისთვის: HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაედას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა, სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ.

თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S