Accentnews.ge
თიბისის განცხადება: "შევიკრიბეთ საქალაქო სასამართლოსთან ჩვენი გუნდის წევრების მხარდასაჭერად"

თიბისის განცხადება: "შევიკრიბეთ საქალაქო სასამართლოსთან ჩვენი გუნდის წევრების მხარდასაჭერად"

08/12/2024 12:00:24 ეკონომიკა

თიბისი ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ თავიანთი გუნდის ორი წევრის მხარდასაჭერად, რომლებიც დაკავებულები არიან.

"დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს - გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ", - წერია თიბისის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S