
მედია: ტრამპი შესაძლოა, პარიზში ზურაბიშვილს შეხვდეს
07/12/2024 17:06:52 პოლიტიკა
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, პარიზში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს, - იუწყება გამოცემა "Daily Mail".
მისივე ინფორმაციით, თეთრი სახლის მომავალი ლიდერი გეგმავს შეხვედრებს მსოფლიო ლიდერებთან ნოტრდამის რესტავრირებული ტაძრის გახსნაზე, რომელსაც, არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება.
"ტრამპის შეხვედრა ზურაბიშვილთან სწორედ ნოტრდამშია დაგეგმილი. შუამავლად საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი გვევლინება, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრაზე მიიყვანა" - განუცხადა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.