
TI: აქციებზე დააკავეს 400-მდე პირი, ნაცემია 300-ზე მეტი, დასჯილია 0 პოლიციელი
06/12/2024 15:46:38 საზოგადოება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" (TI) 28 ნოემბრიდან დღემდე აქციებზე დაკავებულ მომიტინგეთა შესახებ მონაცემებს აჯამებს და ხაზს უსვამს, რომ დაკავებულია 400-მდე ადამიანი, ნაცემია 300-ზე მეტი პირი, ხოლო დასჯილი არც ერთი პოლიციელი არ არის.
TI-ს ცნობით:
- დააკავეს 400-მდე ადამიანი (აქედან ადმინისტრაციული – 350-ზე მეტი, სისხლის სამართლის წესით – 26);
- 300-ზე მეტი ნაცემი/წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი;
- დაკავებულთა ასაკი – 15 წლიდან 60 წლამდე. კაცებთან ერთად დააკავეს ქალები და ბავშვები;
- დაკავებულთა შორის 7 უცხოელია;
- მოსამართლეები იყენებენ მკაცრ სანქციებს: ჯარიმა 2000-3000 ლარი ან პატიმრობა 4-დან 14 დღემდე;
- 80-ზე მეტ დაკავებულს დასჭიდა ჰოსპიტალური მკურნალობა;
- ადვოკატებისთვის დაკავებულთა ადგილსამყოფელი საათების მანძილზე უცნობია;
- მოსამართლეები გადაწყვეტილებას პოლიციელთა ჩვენების საფუძველზე იღებენ. ადვოკატების მტკიცებულებებს არ ითვალისწინებენ;
- არც ერთ ნაცემ ანდა წამების მსხვერპლ დაკავებულზე მოსამართლეს არ მიუმართავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის;
- მოსამართლეები არ აძლევენ დაკავებულებს საშუალებას, უამბონ ცემისა და წამების შესახებ. მოსამართლეები ამბობენ, რომ ეს მათ არ ეხებათ;
- დასჯილი პოლიციელები – 0".