Accentnews.ge
რუსეთი ტურისტული ნაკადის ზრდის შესახებ ქართული მხარის მონაცემებს უარყოფს

რუსეთი ტურისტული ნაკადის ზრდის შესახებ ქართული მხარის მონაცემებს უარყოფს

17/02/2020 12:44:05 ეკონომიკა

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ უარყო საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემები 2019 წელს რუსეთიდან ტურისტული ნაკადის ზრდის თაობაზე.

დღეს რუსულმა უწყებამ ქვეყნის უშიშროების ფედერალური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია გასულ წელს ქვეყნის მოქალაქეების უცხოეთში გასვლების თაობაზე. ლიდერად თურქეთია დასახელებული (6 991 528 გასვლა), მეორე ადგილზე კი ოკუპირებული აფხაზეთია (4802475 გასვლა). რაც შეეხება საქართველოს, რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის განცხადებით, პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გამო ეს ქვეყანა "მინუსებშია" და წინა – 2018 წელთან შედარებით, საქართველოსკენ 5,5%–ით ნაკლები გასვლა განხორციელდა, კერძოდ - 1 218 720 ვიზიტი.

ცნობისთვის: იანვრის დასაწყისში საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ქვეყნის შსს–ზე დაყრდნობით რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდის შესახებ იუწყებოდა. კერძოდ, საუბარი იყო 2019 წელს 1 471 558 ვიზიტზე, რაც წინა – 2018 წლის მონაცემებს 4,8%–ით აჭარბებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S