Accentnews.ge
მოქალაქეები ამბობენ, რომ აქციაზე მიმავალ პირებს ჩხრეკენ

მოქალაქეები ამბობენ, რომ აქციაზე მიმავალ პირებს ჩხრეკენ

04/12/2024 16:27:12 საზოგადოება

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ კვლავ იკრიბებიან პროევროპული აქციის მონაწილეები.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ეტაპობრივად იზრდება ხალხის ნაკადი. მოქალაქეები ამბობენ, რომ მეტროს სადგურ "რუსთაველთან" აქციაზე მიმავალ პირებს ჩხრეკენ.

ადგილზე ტრადიციულად მობილიზებულია საპოლიციო ძალებიც.

ამ წუთებში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა იმართება ბათუმშიც.

ქვეყნისა და რეგიონების მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება 28 ნოემბრის შემდეგ როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ განაცხადა. საპოლიციო ძალები ყოველ ღამე ძალის გამოყენებით შლიან დემონსტრანტებს, დაფიქსირდა ძალადობის არაერთი ფაქტი. დაკავებულია 300-ზე მეტი ადამიანი. 4 დეკემბერს აქტივისტებისა და პარტიების ოფისებში პოლიცია შევიდა გასაჩხრეკად. ცნობილია, რომ დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი წევრი და ენმ-ის ახალგაზრდული ფრთის 5 წარმომადგენელი. "დროას" ოფისთან დააკავეს კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S