
ხონში ხანძრის შედეგად სკოლა, ბაგა-ბაღი და ამბულატორია დაიწვა
17/02/2020 10:31:28 სამართალი, რეგიონები
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა შენობა, რომელშიც სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულტორია ფუნქციონირებდა.
ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 500 კვ.მ. ფართობი. შენობიდან ბავშვების ევაკუაცია დროულად განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანაძრო მანქანა და 35 მეხანძრე მაშველი მუშაობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო.
.