![მწერალთა სახლში მისულ ლიტერატორებს ქეთი დუმბაძის ნაცვლად მისი შვილი დახვდათ [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/121111.jpg)
მწერალთა სახლში მისულ ლიტერატორებს ქეთი დუმბაძის ნაცვლად მისი შვილი დახვდათ [ვიდეო]
04/12/2024 15:27:46 საზოგადოება
მწერალთა სახლში ლიტერატორებს, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დაკავებული და ნაცემი მწერლების მხარდაჭერას მოითხოვენ, დირექტორ ქეთი დუმბაძის ნაცვლად მისი შვილი - ნოდარ მაჭარაშვილი დახვდათ.
"პატიმრის დაცვას მასწავლით, მთელი ცხოვრება ციხეში გავატარე" - ეუბნება ნოდარ მაჭაშვილი ნენე კვინიკაძეს და არწმუნებს, რომ დედამისს ქეთი დუმბაძეს განცხადების გაკეთება არ შეუძლია აქციაზე დაკავებული და ნაცემი მწერლების მხარდასაჭერად.
"მაშინ თანამდებობა დატოვოს" - პასუხობს მას კვინიკაძე.
"თანამდებობა რაზე უნდა დატოვოს, რაზე უნდა დატოვოს, რაც შეუძლია იმას დაეხმარება და განცხადებებს ვერ გააკეთებს. შენ არ ითვალისწინებ ვაფშე არაფერს. შენ საერთოდ არ მინახიხარ დედის ტ...ში რომ ვიყავი, ისეთი წამებები მაქვს გამოვლილი. თუ ჩემი ძმა ხარ, გამოვა ეგ ზვიადა რატიანი, 8 დღე მიუსაჯეს სულ" - ამბობს ნოდარ მაჭარაშვილი.
ამასთან, მწერალთა სახლში მისული ლიტერატორებს ეუბნება, რომ მის "ოჯახში მიდიან" და ამას პროვოკაციად აღიქვამს.
"ჩემ ოჯახთან მოდიხარ და პროვოკაციებს მიწყობ. დედაჩემთან მოდიხარ და პროვოკაციებს მიწყობ" - ამბობს ის. მას უხსნიან, რომ არა მასთან ოჯახში, არამედ მწერალთა სახლში იმყოფებიან და რომ ეს არასწორი დამოკიდებულებაა მწერალთა სახლის მიმართ.
შელაპარაკების შემდეგ ქეთი დუმბაძის შვილმა მწერალ ტორესა მოსს აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რის შემდეგაც ის ოთახიდან გაიყვანეს.
როგორც მწერლები ამბობენ, მაჭარაშვილთან ერთად მწერალთა სახლში ინცინდენტის დროს იმყოფებოდა სულ ცოტა, ოთხი არაუფლებამოსილი პირი.