
"ადვოკატს არ უშვებენ" - ენმ-ის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დააკავეს
04/12/2024 14:49:03 პოლიტიკა, საზოგადოება
პოლიცია "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს აკავებს. ოფიციდან სულ მცირე ოთხი ახალგაზრდა გამოიყვანეს, სადაც მანამდე ჩხრეკა მიმდინარეობდა, ასევე გამოიტანეს ნივთები.
ადგილზე იმყოფებიან პარტიის ლიდერები, თუმცა შენობაში არ უშვებენ. ამბობენ, რომ არც ჩხრეკის შესახებ ორდერი ჩაბარებია უფლებამოსილ პირს და რომ შენობაში არ უშვებენ ადვოკატსაც.
მათთვის უცნობია ახალგაზრდების დაკავების საფუძველი.
"ადვოკატი მოსულია ორდერით და არ შეუშვეს, არც ერთი პოლიციელი პასუხს არ გვაძლევს. ადვოკატს არ უშვებენ და რა დაცვის უფლებასა და სახელმწიფოზე გვაქვს ლაპარაკი... არავინ არაფერი იცის. პასუხს არავის აძლებენ...ადვოკატი არა, მოწმე არა...",- ამბობს თამარ კორძაია.
დღეს პოლიცია შევიდა პარტიების ოფისებში და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში.