Accentnews.ge
"მოროდიორობენ" - "დროას" ოფისიდან ნივთების გატანა დაიწყეს

"მოროდიორობენ" - "დროას" ოფისიდან ნივთების გატანა დაიწყეს

04/12/2024 13:42:39 პოლიტიკა, საზოგადოება

"გირჩი - დროას" ოფისიდან ნივთების გატანა დაიწყეს. პარტიის წევრები ამბობენ, რომ გააქვთ ყველაფერი, რასაც წააწყდნენ.

"ეს მოროდიორობაა",- ისმის შეძახილები.

"გამათბობლები, პუფები, დროშების ტარები, ფიზიოლოგიური ხსნარი გააქვთ, გაუხსნელიო ყუთებიც კი",- ამბობენ პარტიის წევრები.

ჩვენი პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება,- ამბობს ელენე ხოშტარია.

"პირდაპირ ვამბობ, გვაქვს პიროტექნიკა, კვერცხები, ლაზერები, რომლებსაც ვანათებთ აგრესიულ პოლიციელებს, პლედები - არც ერთი ნივთი არ არის კანონსაწინააღმდეგო... ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა",- თქვა ელენე ხოშტარიამ.

ნივთები გააქვთ "ერთიანობის" ოფისიდანაც.

მანამდე ადგილზე დააკავეს ნიკა გვარამია. ის შეუძლოდ გახდა. ხოშტარიას ინფორმაციით, ამჟამად გვარამია თავს ნორმალურად გრძნობს. ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. დაკავებულია მისი თანაგუნდელი გელა ხასაიაც.

დღეს, 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახალის“ - ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების სახლში.

ასევე ცნობილი გახდა, რომ დააკავეს აქტივისტი ზვიად ცეცხლაძე და "კოალიცია ძლიერი საქართველოს" ორი წევრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S