Accentnews.ge
"დროას" ოფისთან გელა ხასაიაც დააკავეს

"დროას" ოფისთან გელა ხასაიაც დააკავეს

04/12/2024 12:59:58 საზოგადოება

"დროას" ოფისთან კიდევ ერთი პირი - გელა ხასაია დააკავეს. დაკავებას წინ უსწრებდა შელაპარაკება პოლიციასთან და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის ნიკა გვარამიას დაკავება.

თავად შელაპარაკება მოჰყვა "დროას" ოფისში შეშვების მოთხოვნას, სადაც ჩხრეკა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დაკავებისას გვარამია შეუძლოდ გახდა, თუმცა ის პოლიციის მანქანით გაიყვანეს ადგილიდან.

ოთხ დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახალის“ - ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების სახლში.

შსს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ პარტია „ახალის“ ოფისში, „ბესიკის ბიზნესცენტრში“ და ჩხრეკა ჩაატარეს. პარტიის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პოლიციელებს ეკითხებოდა, რის საფუძველზე იყვნენ შესულები, თუმცა პასუხი არ მიუღია. პოლიციელებმა 15:45 საათისთვის დატოვეს ოფისი.

პოლიციელები შესულები არიან „დროასა“ და „გირჩის“ საერთო ოფისში ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე. ელენე ხოშტარია პოლიციელებს უხსნის, რომ ინვენტარის ნაწილი რაც ოფისშია - პუფები, გენერატორები - აქციისათვის სჭირდებათ, რათა „ბიძინა ივანიშვილს უთხრან, რომ არის რუსეთის მონა“.

პოლიციელები არიან ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ოფისში. ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, რომელიც შენობაში არ შეუშვეს.

ჩხრეკა ჩატარდა ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის ილია ღლონტის სახლში. ასევე, ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ნენსი ვოლანდთანაც.

მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S