
გვარამია დააკავეს, ის შეუძლოდ გახდა
04/12/2024 12:51:21 პოლიტიკა, საზოგადოება
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა პარტიის ოფისებში საპოლიციო ძალების შესვლას და ჩხრეკას.
გვარამია ითხოვდა ოფისში შეშვებას, "შეიძლება რამე ჩაგვიდოთ. ვარ იურისტი". შელაპარაკება მოჰყვა პოლიციასთან ამ მოთხოვნას. ის პოლიციელებმა დააკავეს და ხელით გადაიყვანეს პოლიციის მასნქანასთან, რა დროსაც გვარამია შეუძლოდ გახდა - სავარაუდოდ, მან გონება დაკარგა. მოქალაქეები ითხოვდნენ სასწრაფოს გამოძახებას, თუმცა ის პოლიციის მანქანით გაიყვანეს ადგილიდან. რა მიმართულებით წაიყვანეს გვარამია უცნობია.
დღეს პოლიცია შევიდა სამოქალაქო აქტივისთის სახლში, ასევე პარტიების ოფისებში. აღნიშნული დაშინების მცდელობად ფასება.