Accentnews.ge
გიორგი გვიმრაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი ამბების ბლოკის დირექტორის თანამდებობა დატოვა

გიორგი გვიმრაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი ამბების ბლოკის დირექტორის თანამდებობა დატოვა

04/12/2024 12:10:54 საზოგადოება

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.

როგორც „რადიო თავისუფლება“ იტყობინება, მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში არ აზუსტებენ მისი გადაწყვეტილების მიზეზს.

"4 დეკემბერს 12:00 საათზე მან "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ის არის „პასუხისმგებელი“ ინტერვიუზე კიმბერლი ლოუსთან, რომელიც "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" საზოგადოებას გააცნო, როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ევროკავშირში, - როდესაც ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

„ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა“, - დაწერა გვიმრაძემ.

ამავე დროს, გვიმრაძე ამბობს, რომ ლოუს პირადად ის ესაუბრა: „არ თქმულა, რომ ის არის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ის შეიძლება გახდეს, რასაც თავად ამბობს ამ ეტაპზე მხოლოდ. და სწორედ ამიტომ, ითქვა რომ შესაძლოა იყოს. თუმცა ის რომ რესპუბლიკური პარტიის წევრია და თან კენჭს იყრიდა სენატში ეს ადვილად იძებნება. მისი კავშირები, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის უკვე დასახელებულ წევრებთან, ასევე იძებნება. ამის გარდა, ქალბატონი კიმბერლი, არაფერს ამბობს ისეთს რაც არ უთქვამს ტრამპთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს. ამდენად მისი გამონათქვამები, დიდწილად თანხვედრაშია ტრამპის პოლიტიკის ძირითად გზავნილებთან და ეს არის მნიშვნელოვანი“, - დაწერა მან.

  • კიმბერლი ლოუ შესახებ არ იძებნება ინფორმაცია არც მისი რაიმე ფორმით ტრამპის ადმინისტრაში დასაქმებაზე და არც ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლობაზე. ინტერვიუში, რაც "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გაავრცელა, იგი ამბობს, რომ „შეერთებულ შტატებში იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო გახლდათ საქართველოს მიმართ“.

ამ ინტერვიუდან ციტატები სხვა პროსახელისუფლებო ტელეარხებმაც გაავრცელეს, მათ შორის „იმედმა“: „ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში“, - ამბობდა ლოუი.

გადაწყვეტილებამდე ოთხი დღით ადრე, 30 ნოემბერს გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში პროტესტის ნიშნად შესულ მოქალაქეს, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს ხელი ჰკრა", – იტყობინება "რადიო თავისუფლება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S