Accentnews.ge
თბილისში პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებთან აქცია იმართება

თბილისში პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებთან აქცია იმართება

04/12/2024 11:55:46 საზოგადოება

თბილისში პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებთან, მათ შორის ვაკე-საბურთალოს სამმართველოსთან ქალების აქცია იმართება.

დემონსტრანტების თქმით, ისინი იმ ფიზიკურ ძალადობას აპროტესტებენ, რომელსაც სპეცრაზმი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ახორციელებს.

"ვაპროტესტებ ასეთ არაადამიანურ მოქცევას. არცერთ ჩარჩოებში ეს არ ჯდება. თუ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ქვეყნის მმართველმა უნდა იგრძნოს ახალგაზრდების პულსი. გინდაც ცდებოდეს ეს ადამიანი, ასე უნდა დალეწო? ", – ამბობს ერთ–ერთი მოქალაქე "ტვ პირველთან" საუბრისას.

ცნობისთვის: თბილისში და საქართველოს ქალაქების ნაწილში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან არ წყდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S