Accentnews.ge
"დაიტოვეს" ადმინისტრატორის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

"დაიტოვეს" ადმინისტრატორის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

04/12/2024 11:28:59 საზოგადოება

პოლიცია "დაიტოვეს" ერთ-ერთი ადმინისტრატორის, აქტივისტის, პროევროპული აქციების აქტიური მონაწილის ილია ღლონტის სახლში ჩხრეკას ახორციელებს.

არსებული ინფორმაციით, მას ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

ღლონტის სახში პოლიციის შესვლის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

3 დეკემბერს პოლიცია იყო შესული ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის დოდი ხარხელის სახლში.

სოციალურ ქსელში ჯგუფი "დაიტოვე", რომელიც "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აგორებული პროტესტისას შეიქმნა, ამჟამად 200 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს.

ჯგუფი აქტიურია მიმდინარე პროევროპული აქციების დროსაც. დემონსტრანტები ერთმანეთს უცვლიან აზრებს, გეგმავენ აქტივობებს, ცვლიან ცნობებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S