
"დაიტოვეს" ადმინისტრატორი: "ჩემთან პოლიციაა მოსული"
04/12/2024 11:10:11 საზოგადოება
სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი ადმინისტრატორი, აქტივისტი, პროევროპული აქციების მონაწილე ილია ღლონტი ამბობს, რომ მასთან პოლიციაა მისული.
"ჩემთან პოლიციაა მოსული",- დაწერა მან სოციალურ ქსელში.
არსებული ინფორმაციით, მას ჯგუფურ დავადებას ედავებიან.
სოციალურ ქსელში ჯგუფი "დაიტოვე", რომელიც "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აგორებული პროტესტისას შეიქმნა, ამჟამად 200 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს.
ჯგუფი აქტიურია მიმდინარე პროევროპული აქციების დროსაც. დემონსტრანტები ერთმანეთს უცვლიან აზრებს, გეგმავენ აქტივობებს, ცვლიან ცნობებს.
3 დეკემბერს პოლიცია იყო შესული ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის დოდი ხარხელის სახლში.