Accentnews.ge
ექიმი: აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება

ექიმი: აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭი კვლავ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფება

04/12/2024 09:19:00 საზოგადოება

ინგოროყვას კლინიკის ექიმის ნინო ხარაიშვილის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭის სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია.

მისი თქმით, იგი რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება.

„22 წლის ბიჭთან დაკავშირებით გრძელდება მედიკამენტოზური ძილი. სასიცოცხლო პარამეტრები ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მას თვალის კაკლების მთლიანობა აქვს შენახული, თუმცა დაზიანების მხარეს მიმდინარეობს ოფთალმოლოგების დაკვირვება. ამ ეტაპზე მისი სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას“, - განაცხადა ექიმმა, ნინო ხარაიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S