
აქციაზე „პირველი არხის" ოპერატორი, ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა
04/12/2024 04:00:33 საზოგადოება
აქციაზე პიროტექნიკით საქართველოს „პირველი არხის” ოპერატორი, ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, "მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა".
მისივე ცნობით, "ბესო გაფრინდაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა. მას ხელი აქვს დაზიანებული. იგი კლინიკაში გადაიყვანეს".