
რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ დემონსტრანტებმა მეტროს სადგურ "დელისამდე" მსვლელობა მოაწყვეს
04/12/2024 04:51:34 საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა, რომელთა დასაშლელადაც პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენა, დედაქალაქში რუსთაველის გამზირიდან დელისის მეტროსადგურამდე მსვლელობა მოაწყვეს. გმირთა მოედანზე, მელიქიშვილის, კოსტავას, პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ამ მიზეზით საავტომობილო მოძრაობა შეჩერებული იყო.
აქციის მონაწილეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სურდათ მისვლა, თუმცა პოლიციის გამოჩენაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროს სადგურ „დელისთან“ დასრულდა.
მომიტინგეების თქმით, ისინი 4 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან კვლავ შეიკრიბებიან.
აქციის დაშლისას ძალადობრივად დააკავეს რამდენიმე ადამიანი. არიან დაშავებულები.
28 ნოემბრიდან მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.