Accentnews.ge
საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების დაკავება დაიწყეს

საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების დაკავება დაიწყეს

03/12/2024 19:38:39 საზოგადოება

პარლამენტის მიმდებარედ საპოლიციო ძალებმა დემოსნტრანტების დაკავება დაიწყეს. ისვრიან გაზის კაფსულებს, იყენებენ წყლის ჭავლს.

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია საპოლიციო ძალებს აქვთ დაკავებული, დემონსტრანტებმა პირველი სკოლის მიმართულებით გადაინაცვლეს და რჩებიან ადგილზე.

უკვე მეექვსე ღამეა, მოვლენები ერთი და იგივე სცენარით ვითარდება.

28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების (მათი თქმით, 2028 წლამდე) შეჩერების შესახებ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით იმართება საპროტესტო აქციები. საპოლიციო ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, დაფიქსირდა დემონსტრანტების დევნის, მათზე ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი. დაკავებული დემონსტანტები საუფრობენ დაკავების შემდეგ სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაზე. მათ აღენიშნებათ დაზიანებები, მოტეხილობები.

"მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს",- აცხადებს სახალხო დამცველი.

ჯამში 300-მდე ადამიანია დაკავებული - 6 სისხლის სამართლის მუხლით, 293 ადმინისტრაციულით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S